შხვართი მასწავლებელი ქალი ბავშვებს ეუბნება:
_მითხარით, ჩემში რა მოგწონთ და გეტყვით, რა გამოხვალთ.
_თმა, _ შესძახა ერთმა.
_ცნობილი პარიკმახერი იქნები.
_კბილები მასწ. _ამბობს მეორე.
_კარგი სტომატოლოგი გამოხვალ.
_მიხო, შენ რატომ არაფერს ამბობ?
_უკვე მივხვდი - რძის კომბინანტში ვიმუშავებ.
*********************************************
ფსიქიატრიულში კომისია მუშაობს - დაჭკვიანებულებს ეძებენ სახლში
გასაშვებად.
_ორჯერ ორი რამდენია? _ეკითხებიან ერთს.
სამშაბათი!
_პალატაში დააბრუნეთ!
ახლა მეორეს ეკითხებიან:
_ორჯერ ორი რამდენია?
_ხუთი ათასი.
_ესეც დააბრუნეთ.
მესამესაც იგივე კითხვა დაუსვეს და სწორად უპასუხა.
_აი, ეს დაჭკვიანებულა, სახლში გავუშვათ. მაინც როგორ მიხვდი, რომ ორჯერ
ორი ოთხია?
_ხუთი ათასი სამშაბათზე გავყავი...
**********************************************
დედა, დედა! კეთილი საქმე ჩავიდინე.
_რა, ჩემო სიცოცხლე?
_ჯემალი ბიძიას მატარებელზე აგვიანდებოდა, ძაღლი ავუშვი და მიასწრო.
**********************************************
ნარკომანი ოთახში კოღოს დასდევს. მეორე ოთახიდან
ძმაკაცი ეკითხება:
_ავთუშ, რა ქენი, მოკალი?
_მოკვლით ვერა, მაგრამ იმენნა მაგრად ვანერვიულე
რა.
***********************************************
გურულს გასათხოვარი ქალიშვილი ეუბნება:
_მამი, ის ჩემი საქმრო გარეგნულად დიდი ვერაფერია, მაგრამ შინაგანად
კარგია.
_მაშინ, შვილო, გადმოაბრუნე და ისე გაყევი.