ჟოზე მოურინიოს მადრიდის "რეალში” მოსვლამ, დიდი ქაოსი
გამოიწვია კატალონიის "ბარსელონას” ბანაკში. მათ სჯერავთ, რომ პორტუგალიელი
სპეციალისტის მოსვლით მადრიდული გრანდი მე-10 ჩემპიონთა ლიგის თასს
მოიგებს.
კატალონიურმა ყოველდღიურმა გამოცემა "El Mundo Deportivo”-მ გამოკითხვა ჩაატარა, რომელ სტადიამდე მიაღწევს "რეალი” ჩემპიონთა ლიგაზე.
გამოკითხულთა აზრი კატალონიელთა საწინააღმდეგოდ მოქმედებს.
11% თვლის, რომ "რეალი” გადალახავს ჯგუფურ ეტაპს, 25% ფიქრობს, რომ "ბლანკოსი” 1/8 ფინალში გავა.
ამასთან ერთად, 15%-ს მიაჩნია, რომ "სამეფო კლუბი” ფინალამდე მივა. 8%
თვლის, რომ "რეალი” 1/2 ფინალამდე მიაღწევს. 5% კი ფიქრობს, რომ მადრიდული
გიგანტი ფინალში ითამაშებს.
გამოკითხვის ყველაზე დიდი სიურპრიზი ის იყო, რომ გამოკითხულთა 36%-ის აზრით, "რეალი” მოიგებს მეათე ჩემპიონთა ლიგის თასს. ინფორმაციის წყარო: Realmadridzone.com
|