ფეხით მოსიარულე 1,2 ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი თავნი და ბოლონი იტყვიან გიორგი ძალა და თავისუფლება
პ.ს.ძალიან კარგი არქივია დამიჯერეთ.. გადასაწერი ლინკები ქვემოთ
"რაც არ გესმის, იმით მხოლოდ
გაოცება შეგიძლია, მის უარყოფას კი ნუ გაბედავ” ძვირფასო მკითხველებო, რამდენიმე თვის წინ, "კვირის პალიტრის" საშუალებით
გაგაცანით საოცარი პიროვნება, მოწამეთას მონასტრის მღვდელთმსახური მამა
გიორგი (ბასილაძე), სტატიას საზოგადოების ფართო წრეებში ძალიან დიდი
გამოხმაურება მოჰყვა. დაგპირდით, რომ პერიოდულად მოგაწოდებდით ჩანაწერების
გაგრძელებას. საქართველოში, ბოლო დღეებში, დიდი ვნებათაღელვაა...
საზოგადოების ყველა ფენა ადევნებს თვალყურს მიმდინარე პროცესებს,
აფიქსირებს თავის პოზიციებს... ამიტომ, დაგვაინტერესა რას გვეტყოდა იგი...
გთავაზობთ მასთან ინტერვიუს:
ღვთივკურთხეულ
მეფეს წმინდანები დიდი ხანია ამზადებენ და იგი ერს წინასწარმეტყველისგან
ეუწყება!
"სწორედ საიდუმლო წმინდანები უკვალავენ გზას ცოდვილებს
ეკლესიაში მისასვლელად”
"ღმერთს ჩვენი დასჯა კი არ უხარია, ეს ჩვენ
გვჭირდება”
- მამა გიორგი, პატრიარქის ცნობილ ქადაგებაში
ხაზგასმული ახალი აზრი, "საქართველოში სამეფო ტახტის აღდგენის შესახებ",
პოლიტიკური პარტიების მიერ გამოყენებული იქნა საპრეზიდენტო მმართველობის
გაუქმების მოთხოვნის საბაბად. თქვენ რას იტყოდით ამის შესახებ?.
-
საქართველოს მეფე ეყოლება!... და ეყოლება თვით ქრისტე ღმერთის მიერ
განსაზღვრულ ჟამს!!!
ბოლო ჟამის საქართველოს ღვთივკურთხეული მეფე
ნაწინასწარმეტყველებია არაერთი ქართველი წმინდანის მიერ... ქართველი
წმინდანების მთელი თაობები იღვწოდნენ და დღესაც იღვწიან ერისათვის ამ
უმნიშვნელოვანეს საკითხზე. ამის შესახებ ნათქვამია დიდი შოთა რუსთაველის
""ვეფხისტყაოსან"შიც” - იგი იქნება საღმრთო ხედვისა და დიდი სულიერი ძალის
მფლობელი პიროვნება და არა მხოლოდ პოლიტიკური ფიგურა, ან კიდევ უბრალოდ
სიმბოლო ""ფრთებშეკვეცილი”" მმართველისა არა! მეფე იქნება სვეტი
მართლმადიდებლობისა - ძლიერი მმართველი! მეფე - დიდი დავითის სულით!!!
მეფის
გამოჩენა არანაირად არ არის დამოკიდებული რაიმე პოლიტიკურ სიტუაციაზე.
როგორც გითხარით, ის გამოჩნდება თავის დროზე და ამ დროს ვერც ვერავინ
დააჩქარებს და ვერც ვერავინ დააყოვნებს! პირადი პოლიტიკური ამბიციებითა და
ძალაუფლების ჟინით შეპყრობილ ადამიანთა ყველა მცდელობა - სათავისოდ
გამოიყენონ უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ქადაგება სამეფო
დინასტიის აღდგენის შესახებ - დიდი ცოდვაა და განწირულია დამარცხებისთვის.
თუმცა ამ დაძაბულ მომენტში უწმინდესის სიტყვა რომ არაერთაზროვნად იქნებოდა
აღქმული სხვადასხვა ძალის მიერ, იმთავითვე იყო ნათელი.
ვიმეორებ,
ცხებული მეფის მოსამზადებლად მოქმედი წმინდანები დიდი ხანია, რაც იღვწიან,
ასე რომ, ეს პროცესი ხვალ კი არ იწყება ყრმა ბაგრატიონის შერჩევით, არამედ
მიმდინარეობს და ეს წმინდანთა საიდუმლოა!.. ვურჩევ ყველას, ვინც
კონსტიტუციური მონარქიის შემოღებას იმიტომ მოითხოვს, რომ საკუთარი
პოლიტიკური მიზნების განხორციელებას მოიაზრებს ამაში, ან კიდევ
არასასურველი პიროვნება მათთვის ხელსაყრელი ფიგურით შეცვლას - შეეშვან
ცეცხლთან თამაშს!!! მეფე არ გამოჩნდება იმ დროს, როგორც ეს ძალაუფლების
წყურვილით სულდაბნელებულ ადამიანთა ჯგუფს სწადია!.. და არ იქნება ის
პიროვნება, ვისზედაც ისინი იმედს ამყარებენ!...
ღმერთს
განსაზღვრული აქვს დროც და ის დიდი სულის, ღვთისმოყვარე პიროვნება, რომელიც
უნდა მოგვევლინოს მეფედ!
მეფის კურთხევისათვის უპირველესად თავად
ერია მოსამზადებელი! აუცილებელია ერის როგორც სულიერი, ასევე პოლიტიკური
ცნობიერების ამაღლება. ერმა უნდა გამოხატოს სურვილი და მზადყოფნა უპირობოდ
აღიაროს ღმრთით რჩეული მეფის ძალაუფლება! ერი უნდა დაეკითხოს ღმერთს,
ღმერთი კი წინასწარმეტყველის პირით აუწყებს ხალხს თავის რჩეულს!!! და
მხოლოდ ამის შემდეგ, პატრიარქი აკურთხებს მეფეს.
ბოლო ჟამის
ქართველი მართლმადიდებელი მეფის მოვლინება, უდიდესი ისტორიული და მისტიკური
მომენტია, არა მხოლოდ ჩვენი ერის ცხოვრებაში, არამედ ზოგადად მთელი
კაცობრიობისათვის! როგორც ანტიქრისტე ემზადება მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე
გამოსასვლელად, ასევე ემზადება დიდი ქართველი - ქრისტესმოყვარე მეფე ბოლო
ჟამის გადამწყვეტი ბრძოლებისათვის!!! და ამ საკითხთან პოზიცია-ოპოზიციის"
თამაში" დანაშაულებრივი წინდაუხედაობაა და ამავე დროს მძიმე ცოდვა ღმრთისა
და ერის წინაშე.
ღმერთთან ომი არავის მოუგია!... დამარცხებით კი ისე
დამარცხებულან, რომ მთელი მოდგმით აღგვილან პირისაგან მიწისა!!!
-
მამა გიორგი, თქვენ ხშირად ახსენებთ ცოცხალ-მოქმედ წმინდანებს.
მოგვიტევეთ, მაგრამ დღევანდელ ეკლესიაში ამ ცნებას ცოტა არ იყოს სხვა
თვალით უყურებენ. ერთმა სასულიერო პირმა ისიც თქვა: "სად ნახეთ წმინდანები
და ვინ არიან წმინდანები დღესო?"
- ნახეთ, რა დღეშია ჩვენი
ცნობიერება... თუმცა რა გასაკვირია, სულ ოციოდე წლის წინ დედამიწის 1/6-ზე
ადამიანებს უმტკიცებდნენ, "ღმერთი არ არსებობსო".
იმ სასულიერო
პირს ჰკითხეთ ერთი: "ეშმაკები თუ არიან და სად არიან-თქო?" თუ ეშმაკები არ
არიან, მაშ ვისღა ებრძვის ჩვენი ეკლესია?! თუ ეშმაკები არიან და ისინი აქ
არიან, იცოდეთ, რომ წმინდანებიც აქ არიან. ღმერთს წმინდანები ყოველთვის
ჰყავდა ქვეყანაზე და ეყოლება, მიუხედავად იმისა, ხედავენ თუ არა მას
ცოდვებით სულდაბნელებულები!... ადამიანებს, დიდი ტანჯვისა და ვნებათა
დათრგუნვის ფასად, დღესაც ისე როგორც ძველად, როგორც უდიდესი ჯილდო,
სიცოცხლეშივე ეძლევათ წმინდანობის დასტური ღმრთისაგან. წმ. იოანე ოქროპირი
არათუ აღიარებდა დედამიწაზე ცალკეული წმინდანების ყოფნას, არამედ ნახეთ რას
ამბობდა: ""ხალხს შეადგენენ წმინდანები და არა ბრბო"".
არ არსებობს
ადამიანთა მოღვაწეობის არც ერთი სფერო, არც ერთი ფენა, სადაც წმინდანები
არ მოქმედებენ. ერში წმინდანების საიდუმლო მოქმედება, ძალიან დიდი და
საინტერესო თემაა... დღესდღეობით ყველაფერ ამას, უბრალოდ, ვერ გაიგებთ და
შეიძლება "ყოვლისმცოდნე, თავდაჯერებულმა”, მართლმადიდებელმა ათასგვარი
მკრეხელობა და მწვალებლობა მოგვაწეროს, ამიტომ წმინდანები ამ საიდუმლოს
ერის ცნობიერების ამაღლებასთან ერთად, ნელ-ნელა გაგვიხსნიან. ისე, იმათ,
ვინც "ძალიან ბევრი იციან მართლმადიდებლობაზე" მინდა წმინდა წერილიდან
შევახსენო: რაც არ გესმის, იმით მხოლოდ გაოცება შეგიძლია, მის უარყოფას კი
ნუ გაბედავ.
ყველა ნამდვილი მღვდელი წმინდანია... მღვდელი, რომელიც
არ არის წმინდანი, არ არის ჭეშმარიტი მღვდელი!!!
წმინდანები - არა
მარტო სამღვდელო ან საბერო დასში მოღვაწეობენ, არამედ საიდუმლოდ მოქმედებენ
ცოდვილ ადამიანთა წრეებშიც მათ გადასარჩენად. სწორედ საიდუმლო წმინდანები
უკვალავენ გზას ცოდვილებს ეკლესიაში მისასვლელად, ხოლო ეკლესიაში მოქმედი
წმინდანები კი ამზადებენ მათ სასუფეველსათვის. ადამიანთა მოდგმაში
წმინდანები არიან ის რჩეული ღვთისკაცები, რომლებმაც უცდომლად იციან
სამოთხისაკენ მიმავალი გზა. მხოლოდ მათ უწყიან, როგორ გაიყვანონ წუთისოფლის
ჯუნგლებიდან ცოდვილი ადამიანები და აიყვანონ ცათა სასუფეველში. როგორც
ცაზე ვარსკვლავები განსხვავდებიან ერთმანეთისაგან ზომისა და სიკაშკაშის
მიხედვით, ისე წმინდანებიც განსხვავდებიან ძალისა და სულიწმინდის ნიჭის
მიხედვით. ზოგი წმინდანი სულიწმინდის მადლის მატარებელია, ზოგი უფრო დიდი -
სულიწმინდის ჭურჭელია. ჯერჯერობით მეტს ვერ გეტყვით, არადა სათქმელი
ძალიან ბევრია... ერთი იცოდეთ, ეს ცოდნა ყველაზე წინ ჩვენ, ქართველებს
გაგვეხსნება!...
ჰოო.. არაა საინტერესო, დიდი ვაჟა ფშაველა როგორ
ესვენა 20 წელი უხრწნელად მიწაში?!...
- მამა გიორგი,
გასაგებია, რომ ჩვენ ერს ცოდვების გამო დაატყდა თავს ამდენი უბედურება,
ტკივილი, მწუხარება და განსაცდელი, მაგრამ დღეს ხომ ერის დიდი ნაწილი
ეკლესიაში დადის, აბარებს აღსარებას, ეზიარება... ჩვენ კი მაინც გვიჭირს,
როგორც სულიერად, ისე ეკონომიკურად და პოლიტიკურად. თქვენ როგორ ახსნით ამ
მდგომარეობას?
- ერის ღმერთთან შერიგების აუცილებელი და
ჭეშმარიტი პირობა - არა ტაძრებში ზერელედ მისულ ადამიანთა სიმრავლეა,
არამედ მორწმუნე ადამიანების - რწმენის, სინანულის, ლოცვის, მოშიშეობის,
მორჩილების ხარისხი, აღსარების სიწრფელე და ცოდვებიდან გამოსვლის მტკიცე
გადაწყვეტილება! წმ. იოანე ოქროპირი წერს: ""იმიტომაა ყველაფერი დაქცეული,
იმიტომაა ყველგან გამეფებული უკიდურესი უწესრიგობა, რომ ჩვენ, როგორც
სანახაობაზე, ვეძებთ ხალხის სიმრავლეს!”... ხალხის კრებული, საყვარელო,
როდესაც იგი ღმერთის ნებას არ ასრულებს, არაფრით განსხვავდება მათგან, ვინც
საერთოდ არ არსებობს!..."
გეტყვით აგერ... აღსარება ერთია, ხოლო
სინანული მეორე... გულისშემუსვრილობის, სინანულის გარეშე ნათქვამი აღსარება
რა შედეგის მომცემი უნდა იქნას!!! სინანულია მთავარი... სინანულს ითხოვს
ღმერთი ცოდვის სანაცვლოდ, რადგან სინანულია ის საშუალება, რომლითაც შემცოდე
ადამიანს უბრუნდება ღმერთთან ურთიერთობის მორალური უფლება და როცა ერს არ
აქვს საკმარისი სინანული, მაშინ კაცთმოყვარე ღმერთი ისევ ჩვენდა სასიკეთოდ
გვიგზავნის ტკივილს, მწუხარებას, შიმშილს და სხვადასხვა სახის განსაცდელს
და ამით გვიბათილებს ცოდვებს. ცოდვა მატერიაა, ის არ ქრება, ის უარყოფითი,
ბოროტი ენერგიაა და მისი განეიტრალება მხოლოდ ცოდვის გამოტირებით ან
ტანჯვითა და ტკივილებით არის შესაძლებელი.
ჩვენ კი ვაბარებთ
აღსარებას, მღვდლებიც გვპატიობენ ცოდვებს, მაგრამ აქ მთავარია გვპატიობს თუ
არა ღმერთი!!!თქვენ იცით, რომ აღსარების საიდუმლოს თვითონ ქრისტე ღმერთი
ესწრება და უგულოდ და ზერელედ მისულს ის არ შეუნდობს, მიუხედავად იმისა,
რომ მღვდელმა შეიძლება აპატიოს. აი, ამაშია აუცილებლობა!!! ჩვენ რომ
მღვდელმა შეგვინდო ცოდვები, ღმერთმა თუ შეგვინდო?! თქვენ ბიბლიიდანაც იცით,
როცა ღმერთი შეუნდობდა ერს ან ცალკეულ ადამიანს, მათი ცხოვრება
საგრძნობლად იცვლებოდა კეთილდღეობისაკენ. მათზე ღვთის კურთხევა მოდიოდა.
მე
მომეწონა თქვენი შეკითხვა, ე. ი. აზროვნებთ.
თუ ღმერთმა შეგვინდო,
მაშინ რატომ ვართ დასჯილ მდგომარეობაში, რატომ ვართ ისევ ცუდ ყოფაში? ე.ი.
გამოდის, რომ ღმერთმა არ შეგვინდო. მაშინ როგორ გავიგოთ, რომელი ცოდვა
გვეპატია და რომლის გამოსასყიდად კიდევ უნდა ვიტანჯოთ? ამიტომ ვიძახი,
შვილო, ცოცხალი წმინდანები ნახეთ-მეთქი. წმინდა მღვდელი ხედავს ყოველივეს
და ის არ შეგინდობს თუ ღმერთს არ სურს ჯერ შენი შენდობა და დაგინიშნავს
ეპიტემიას. ის მკაცრიც არის, მაგრამ ამავდროულად ძალიან მოწყალე და
მოსიყვარულე. მას შეუძლია შენი ცოდვები დაიდოს ღმერთის წინაშე და თვითონ
გამოიტიროს. იგი ძალიან მცირე დროში გამოიტირებს ისეთ ცოდვებსაც, რომელსაც
თქვენ წლებს მოანდომებდით. როდესაც წმინდა მღვდლისაგან გესმით შენდობა,
იცოდეთ, ეს ქრისტესგან შენდობაა...
ყოველი კაცის მსაჯული -
საკუთარი სინდისია. სინდისი გეტყვის, რას იმსახურებ. ან კიდევ ესა თუ ის
განსაცდელი რომელი კონკრეტული ცოდვის გამო გეწვია. აღსარებაზე მიმავალს,
სინდისი გეტყვის, ხარ თუ არა მზად, ან რა გულით მიდიხარ. ღმერთს ჩვენი
დასჯა კი არ უხარია, ეს ჩვენ გვჭირდება. უსამართლობაზე რომ გვსჯის ე.ი.
მისიანები ვართ, თორემ ღმერთი არ დაგვსჯიდა, გვაცლიდა და ბოლოს საუკუნო
სატანჯველს მოგვცემდა.. "ის, ვინც ცოდვის გამო არ ისჯება, ამბობს წმ. იოანე
ოქროსპირი-ყველაზე უბედური ადამიანია"ო.
ჩვენ, ვიმეორებ, ქრისტეს
ქვეყანა ვართ... (ეს სიტყვები ერთ ჟურნალში გადამიკეთეს! თითქოს მე არ
ვიცოდე, რას ნიშნავს ქრისტიანული ქვეყანა და რას ქრისტეს ქვეყანა!!!)
ამიტომ ერს რამე ცოდვის ლაქა არ უნდა ჰქონდეს. ეს ტანჯვა და სისხლი,
მწუხარება, სიდუხჭირე ჩვენი განსაბანელი იყო. ჩვენ მძიმე ჟამი უკვე
გამოვიარეთ... წმ. ბერებმა ერის ცოდვათა დიდი უმეტესობა უკვე გამოიტირეს,
ჩვენც საკმაოდ ვეტანჯეთ...
ისეთი დრო დადგება საქართველოში, არა თუ
სამღვდელო დასი, არამედ ხელისუფლებაშიც წმინდანები გვეყოლება... მეფე
უდიდესი წმინდანი იქნება...
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ქრისტეს
გაბრწყინებულ საქართველოს დაახვედრებს!!!
-მამა გიორგი, თქვენ
როგორ მიიღეთ ძალა?
- მე მღვდელი ვარ და სიმართლე უნდა ვთქვა
როგორც სხვებზე, ასევე საკუთარ თავზე. კარგი იქნება ეს თუ ცუდი.... მე
მაქვს ძალა, მაგრამ არა ისე, როგორც ექსტრასენსებმა იციან "დავიძინე,
გავიღვიძე და ძალა მივიღე"ო. ჩვენთან არ ხდება. ღმერთი დაუმსახურებლად
ძალას არავის აძლევს. თან ძალას იმიტომ კი არ გაძლევს, რომ სხვა დაიპყრო,
დაიმორჩილო, განაცვიფრო და მერე თავი განიდიდო. არა, შვილო, ღმერთი ძალას
იმიტომ გაძლევს, რომ ღმერთს, სამშობლოს და ადამიანებს ემსახურო.
ადამიანი
სანამ ღმერთისაგან დიდ ძალას მიიღებს, გადის გამოცდებს ღმერთისაგან
ერთგულების, თავმდაბლობის, სიყვარულის, მორჩილების, სიმამაცის, სიმტკიცის,
სამართლიანობის და სხვა. დიდი ძალის მფლობელები დიდი ცოდვილებიც არიან
წარსულში, რომ ოდესმე ამპარტავნებით არ დაიღუპონ, რომ თავი ღმერთი არ
ეგონოთ, ან სხვებმა ღმერთად არ მიიღონ. ძალის მეტი რა ჰქონდა ბოროტს,
უპირველესი ანგელოზი იყო და ძალის საცდურს ვერ გაუძლო. ამიტომ ღმერთს
წმინდანები წინასწარ დაცული ჰყავს ცოდვებით, "ცოდვა ჩემი წინაშე ჩემსა არს
მარადის" - გაიხსენეთ დიდი წმინდა წინასწარმეტყველი მეფის-დავითის
სიტყვები.
ერთხელ ერთი ბუდისტი იყო მოსული მოწამეთაში, ნახევარი დღე
დაყო აქ. საუბარში მითხრა: "ამ ადგილზე დიდი ენერგია ამოდისო"... მეც
დავეთანხმე. ვუსმინე, მათ აქვთ ცოდნა ძალებზე, თუმცა ბოროტისაგან. არ
ვიტყვი, რომ ისინი ძალას უშრომლად ღებულობდნენ, მაგრამ არა სულიწმინდისგან.
მერე მეუბნება, - თქვენ ძალიან დიდი ძალა გაქვთო...
ვგრძნობდი,
საით მიჰყავდა ლაპარაკი და ვინც ალაპარაკებდა.
- რა ვიცი, ბრუსლი
არა ვარ, მარა არა უშავს, ვურტყამდი-მეთქი
არ მოეწონა... რადგან
ძალა მასაც ჰქონდა და ხუმრობა დამცირებად მიიღო. ცოტა ხნის შემდეგ მკითხა:
-
თქვენისთანები ბევრი ხართო?
- საკმარისად-მეთქი.
- თქვენ
ხომ ომის მოგება შეგიძლიათო - სრული სერიოზულობით მკითხა.
- როგორც
კი ქრისტე ბრძანებს-მეთქი.
- რა ომზე გეკითხებათო. გაკვირვებული
მეკითხება ქართველი თარჯიმანი, ვუთხარი რა ომზეც. გაოგნებულმა თავი
გაიქნია. არადა იმ ბუდისტმა მართალი თქვა, ხომ იცი დავით და კონსტანტინეს
ორი ომი უჯაროდ აქვთ მოგებული. აქვე გაგახსენებთ წმ. იოანე ოქროპირის
სიტყვებს - "გაიყვანეთ ბრძოლაში ასი ათასი კაცი და ერთი წმინდანი, ვნახოთ
ვინ მეტს შესძლებს?! ისუ ნავესი გავიდა საბრძოლველად და მარტომ გააკეთა
ყველაფერი”.
წმინდანებს შეუძლიათ ზემოქმედება სტიქიაზე,
ადამიანებზე, როგორც სულიერად, ასევე ხორციელად, ნებისმიერ მყარ მატერიაზე,
საერთოდ ძალიან ბევრ რამეზე - გააჩნია რა ძალას ფლობენ ღვთისგან -
იმოქმედონ ასიდან ათასობით მტრის ცოცხალ ძალაზე, მოჰგვარონ შიში, პანიკა,
ძილი, დაბნეულობა. შეუძლიათ მწყობრიდან გამოიყვანონ ელექტრო და
რადიოსისტემები, მწყობრიდან გამოიყვანონ საბრძოლო ტექნიკა და მასალა,
მოკლედ, ძალიან ბევრი რამ, მაგრამ ყველაფერი ამისათვის წმინდანებს ღმერთის
ნებართვა, კურთხევა სჭირდებათ, ხოლო ღმერთის ნება მიმართულია ერის სულიერი
გადარჩენისთვის. ღმერთმა იცის როდის აღგვიდგინოს ტერიტორიული მთლიანობა.
როდის გვეპატიება ცოდვები, შემთხვევით კი არ დავკარგეთ მიწები, ან იმიტომ,
რომ "ცოტანი ვართ და დაგვჩაგრეს". არა, ღმერთი გვწმენდდა და გვასუფთავებდა.
მთავარია ღმერთთან მოვაგვაროთ ცოდვა-მადლის საკითხი და მერე ვნახავთ,
ღმერთი რასაც მოიმოქმედებს. ამიტომ საქმე წმინდანებზე კი არა, ჩვენზეა.
თორემ როცა წმინდანები ღმერთისგან მიიღებენ ნებართვას, ნახავთ და არა მარტო
თქვენ, არამედ მტერ-მოყვარე, მთელი მსოფლიო, რა მოიმოქმედონ წმინდანებმა
და ჩვენმა ჯარმა...
მე არაფერს ვაჭარბებ, ვამბობ იმას, რასაც
ვამბობ და პასუხისმგებელი ვარ ღმერთთან ამ სიტყვებზე!!!... ვის რა სჯერა,
ეს მათი საქმეა. კიდევ ვიმეორებ, მთავარია ჩვენ ღმერთისაგან გამოვითხოვოთ
ომში გამარჯვების უფლება ღმერთთან მიახლოების, სინანულის და განწმენდის
გზით, ჰოდა, წმ. გიორგი ისევ იქნება ჩვენი ჯარის სათავეში. ის უკვე აქ
არის... აქ არიან სხვა დიდი წმინდანებიც და ელოდებიან იმ დღეს, როცა ღმერთი
დაგვრთავს ნებას, მტერს ყველაფერზე ძალიან მწარედ ვაზღვევინოთ. ილორის წმ.
გიორგი აქ არის.... თქვენ ვერ ცნობთ... მე ნასაუბრები ვარ მასთან და
გეტყვით, ჩვენი გამარჯვებების დრო ძალიან ახლოა!.. სამშობლოსთვის თავდადება
იგივე ღმერთისთვის თავდადებაა და ამ გზით ძალიან ბევრი დაიმკვიდრებს
სასუფეველს... არ შეორგულდეთ... ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ... მე ეს
ნანახი მაქვს, სულ გახსოვდეთ ეს სიტყვები:
უყურეთ ღმერთსა, რა უყოს
მტერსა.
ას. პროფესორი ლელა ცირეკიძე მზისა შამათავა
-
ზოგჯერ მოწყალების გამღები დიდ უმადურობას აწყდება მათი მხრიდან, ვისაც
სიკეთეს უკეთებს და გული სწყდება. რა ვქნათ, ვაძლიოთ თუ არა მოწყალება
უმადურ ადამიანს?
- არაფერია უმადურობაზე უსაძაგლესი. უმადური
სხვისი ქონების მიმტაცებელს ჰგავს. მაგრამ უმადურობასთან შეხვედრამ არ უნდა
შეგვაჩეროს, მოწყალების გაცემისაგან არ დაგვაბრკოლოს. თავად უფლის მიმართ
გამოიჩინეს უმადურობა მრავალგზის. გავიხსენოთ ათი კეთროვანის განკურნება -
მათგან მხოლოდ ერთი დაბრუნდა მადლობის სათქმელად.
- თუ შეიძლება
გვითხარით, სად არის დაკრძალული წმ. ქეთევან წამებულის ვაჟი თეიმურაზ I?
-
კახეთის მეფე თეიმურაზ I აღესრულა ირანში. დიდი სირთულეების გადალახვის
შემდეგ, კახელმა დიდებულებმა ჩამოასვენეს მეფის ნეშტი და ალავერდის
საკათედრო ტაძარში დაკრძალეს. მისი საფლავი დღესაც იქ მდებარეობს.
-
შეიძლება თუ არა მოვნათლო ჩემი ახლობლის შვილი, თუკი ახლობელი არის ჩემი
შვილის ნათლია. ეს ცოდვა ხომ არ არის, მირონის დაბრუნება ხომ არ გამოდის?
-
"ნათელ-მირონის დაბრუნების” გაგებას არანაირი საერთო არა აქვს ეკლესიურ,
ქრისტიანულ აზროვნებასთან. ამგვარი რამ არც არსებობს და შეუძლებელიც არის.
ეს მორიგი ცრურწმენაა. თქვენ თამამად შეგიძლიათ მონათლოთ ახლობლის შვილი.
-
როგორ უნდა შევებრძოლოთ განკითხვის ცოდვას?
- ნებისმიერი
ცოდვის დაძლევას, ისევე როგორც განკითხვას, სჭირდება შრომა, დიდი
ძალისხმევა და რაც მთავარია, ამის დიდი სურვილი. თუ ადამიანის რომელიმე
მხარე არ მოგწონთ, გაფიქრებისთანავე, სანამ ამას გააჟღერებდეთ - პირი
დაიდუმეთ, აიძულეთ თავი, რომ სიტყვა განკითხვისა არ წამოგცდეთ. თუ ამას
სისტემატურად შეძლებთ, საკუთარი ფიქრების დამორჩილებასაც მიაღწევთ.
ამ არქივში შესულია: მამა გიორგი ბასილაძეს ორი წიგნი წიგნი:
ქართველობა ძნელია მაგრამ აუცილებელი. წიგნი: ფეხით მოსიარულე და
გამშვები პროგრამაც. ქადაგება: დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის მამა
გიორგი ბასილაძეზე, პირველი და მეორე ნაწილი აუდიო ფორმატში.
ქადაგება: მამა თეოდოერე გიგნაძესი მამა გიორგი ბასილაძეზე ორივე გადაიწერეთ ძალიან საინტერესოა
|