კვირა, 2024-05-05, 8:51 AM
მოგესალმები სტუმარი | RSS
მიმდინარეობს საიტის რეორგანიზაცია
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა
საიტის მენიუ

კატეგორიები
ადმინისტრატორი [0]
ონლაინ ტელევიზიები [1]
ფილმები ონლაინში [2]
წიგნები [3]
მუსიკა [25]
ცეკვები [3]
სპორტი [13]
კლიპები [11]
თამაშები [66]
ფილმები [120]
ვიდეოები [6]
სურათები [21]
ვარჯიშები [6]
სერიალები [8]
პროგრამები [125]
კონცერტები [2]
ანეკდოტები [12]
საუნდრეკები [7]
ვებმასტერებს [0]
† საეკლესიო † [7]
მულტფილმები [7]
საიცარი ფოკიზები [3]
ვიდეო გაკვეთილები [5]
თხოვნების შერულება [1]
ყველა ქვეყნის მიმდინარე საფეხბურთო ცხრილები და ანგარიშები online რეჟიმში [2]

მინი-ჩეთი

გამოკითხვა
რომელი ჯოობს?
ხმების რაოდენობა: 247

ძებნა

მთავარი » 2010 » ივლისი » 12 » მიესალმეთ მსოფლიოს ახალ ჩემპიონებს !
5:32 PM
მიესალმეთ მსოფლიოს ახალ ჩემპიონებს !


მან გადადგა უკანასკნელი ნაბიჯი ტრიუმფისკენ და სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ისტორიაში. და ეს დაუსრულებელ ნაბიჯად იქცა. 120 გრძელი წუთი დასჭირდა მსოფლიოს ახალი ჩემპიონის ვინაობის გარკვევას, ორი მტანჯველი საათი, რომელშიც ესპანეთი აშკარად აღემატებოდა მეტოქე ჰოლანდიას. მაგრამ ბურთს კარში შესვლა არ სურდა. ანდრეს ინიესტამ გაიტანა გოლი, რომელიც არ ეკუთვნოდა მხოლოდ მას, არც დანარჩენ 22 ფეხბურთელს, არც ვისენტე დელ ბოსკეს, არც "სოქერ სითის", არც სრულიად ესპანეთს, არა, მილიონობით ადამიანს, რომელიც იმ ღამეს "ფურია როხას" გამარჯვებაზე ოცნებობდა. 11 ივლისს, სამხრეთ აფრიკაში, მოხდა ამბავი, რომელიც არასდროს არავის დაავიწყდება. ეს იყო დღე, როდესაც იკერ კასილასმა იოჰანესბურგის ზეცაში აღმართა საოცნებო თასი. ახალმა, საოცარმა თაობამ ესპანური ფეხბურთის კიდევ ერთი გვერდი შეავსო ოქროს ასოებით. ის მსოფლიო ჩემპიონად იქცა !

ეს არ იყო ადვილი, მხოლოდ პირველი 45 წუთის გახსენებისთანავე დარწმუნდებით ამაში. მაგრამ "ფურია როხას" დასაწყისიდან დასასრულამდე ძირითადად ხელთ ეპყრო მატჩის სადავეები. გუნდები მეომრებივით გამოვიდნენ მოედანზე, სურდათ, ეჩვენებინათ ერთმანეთისთვის, რომ ტიტულის მოსაგებად არავინ არაფერს დათმობდა. ესპანეთის ეროვნული ნაკრები პირველი გამოდგა, რომელმაც ხიფათი შექმნა მეტოქის კართან და მილიონობით ადამიანს აუჩქარა გულისცემა. სერხიო რამოსის უძლიერესი თავური მაარტენ სტეკელენბურგმა უკუაგდო. ხუთიოდე წუთის შემდეგ ისევ ანდალუსიელი ცდილობდა კარის აღებას, მაგრამ მისი დარტყმა ცენტრალურმა მცველმა მოიგერია.და მაშინ, ჰოლანდიელებმა გადაწყვიტეს, თამაშის წესის დარღვევის საშუალებით შეეჩერებინათ გააქტიურებული ოპონენტები. ვან პერსის, ვან ბომელისა და დე იონგის უხეშობები შესაძლოა წითელი ბარათებით დასრულებულიყო, მაგრამ ჰოუარდ უებმა ისინი დაინდო. ამ არცთუ სპორტულმა ტაქტიკამ არათუ მხოლოდ მთელი შეხვედრის მანძილზე გასტანა, არამედ უფრო და უფრო შეიძინა ინტენსიურობა.

მატჩის მეორე ნახევარში ჰოლანდიამ ხელი აიღო პოზიციურ შეტევებზე, არჩია თავი დაეცვა ესპანელთა შეტევებისგან და კონტრ-იერიშებზე ზრუნვა დაეწყო. "ფურია როხას" საგოლე მომენტებმა ნელ-ნელა სახიფათო ნიშნულს მიაღწია. სწორედ ამ დროს, რობენმა საოცარი სისწრაფით გაარღვია მეტოქის დაცვა და პირისპირ აღმოჩნდა იკერ კასილასთან, რომელმაც გამაოგნებელი ოსტატობით მოიგერია დარტყმა. მინდვრის მეორე ნახევარზე ჩავი, ვილია, რამოსი და კაპდევილა უშედეგოდ ცდილობდნენ გოლის გატანას.და როდესაც შეხვედრამ კულმინაციას მიაღწია, ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ყველას აჩვენა, რატომ იღებდა მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში. და, რაც უმთავრესი და ყველაზე მნიშვნელოვანია, რატომ იმსახურებდა გამარჯვებას. მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი აჩვენებდა ნამდვილ ფეხბურთს. და ეს გუნდი იმსახურებდა ჯილდოს, რომელსაც უამრავი გული ელოდა. ეს 115 – ე წუთზე მოხდა, "სოქერ სითი სთეიდიუმი" თითქოს ჩრდილმა დაფარა. ჩესკ ფაბრეგასმა საჯარიმოში ანდრეს ინიესტა იპოვნა, სტეკელენბურგთან პირისპირ დარჩენილ მატჩის გმირს კი ბევრი აღარ უფიქრია და უძლიერესი დარტყმით გახვრიტა ჰოლანდიელთა კარი. მილიონობით "წითელი სულისგან" სიხარულის ტალღამ იფეთქა.

ყველაფერი ის, რაც შემდეგ მოხდა, უკვე ესპანური ფეხბურთის ისტორიის ნაწილია. "ფიფას" პრეზიდენტმა, იოზეფ ბლატერმა, იკერ კასილასს გადასცა მსოფლიო თასი, "ფურია როხას" კაპიტანმა კი იგი იოჰანესბურგის ზეცაში აღმართა. მსოფლიოს ახალი ჩემპიონი ჰყავს, მიესალმეთ გმირებს !  

wine             wine             snap              snap




   

კატეგორია: სპორტი | ნანახია: 922 | დაამატა: madridaa | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
5 madridaa  
0
აბა რაა ანუკიიი ეგრეაააააააააააააააა wink wink wink

4 anuka  
0
EsPaNeTi MaInC uMaGrEsIaaaaaaaa

3 I T A L I A  
0
aeeeeeeeeeee meramdenejer aiget msoplio tqve sacodavebo :D:D:D:D:D: chvenamde vabshe verc moagcevt sacylebooo I T A L I A udzlieresia cadit daikarged sadem sheyavit tavebi espanetis panebo da vabshe ar gamoyot eg gasiebuli tavebi :D:D:D:

2 madridaa  
0
ox es shurii ras aketebs ra cool cool cool cool cool cool , xo midit gaskdit italiis panebooo happy happy happy

1 I T A L I A  
0
vai tqve sacodavebo :D:D:D:D:D:D tamashebis gayidvit msoplio chempionatis mogeba magari pontia

სახელი *:
Email *:
კოდი *:
ამინდის პროგნოზი

არ მოგეწონა საიტი?
მაშინ დააჭირე აქ

სტატისტიკა


Check PageRank
tumblr hit counter
web site analyser

მიმაგრებულები

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
[ ვინ შემოვიდა დღეს საიტზე ]


Copyright MyCorp © 2024
Website builder - uCoz